ვრცელი ამბავი გამოგვივიდა, მაგრამ იმდენად ემოციური და საინტერესოა, რომ ვერაფერს მოვაკლებდით.
ისტორია კი ასე დაიწყო: ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა მოგვმართა, რომელიც განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებდა, მნიშვნელოვანი დღისთვის. მან შეიძინა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სუვენირი, ქვევრი და ყურძნის მტევანი, რომელიც მართლაც განსაკუთრებული, ქართული საჩუქარია. დღეს, ქალბატონმა თამარმა უზომოდ გულისამაჩუყებელი ამბავი გაგვიზიარა, რომელიც იტალიურად წერია და თქვენთვის ვთარგმნეთ. ეს ისეთი წერილია, რომელიც აუცილებლად ბოლომდეა წასაკითხი, რადგან თითოეულს დაგვაფიქრებს და ძალას შეგვმატებს.
წარმატებები ჩვენი ბრენდის ძვირფას და ერთგულ მეგობარს, დამსახურებულ ექიმს, ქალბატონ თამარ კვაჭაძეს.
გიზიარებთ Cure2Children Foundation -ის მიერ, მათ გვერდზე გამოქვეყნებულ ამბავს და მის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
„ ერთი ამბავი, რომელმაც გულწრფელად შეგვძრა.
2008 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მისიის ფარგლებში, გავიცანით ექიმი თამარ კვაჭაძე — ახალგაზრდა, მიზანდასახული ქალი, რომელის თვალებშიც ოცნება ანათებდა და გულში კი, გამბედაობა უფეთქავდა — მზად იყო წარმატებისთვის.
წლების განმავლობაში თამარმა თავისი გზა გაიკვალა: ის გადავიდა სხვა განყოფილებაში, დააარსა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და დღეს, მოზრდილთა და ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილების მთავარი ექიმია.
რამდენიმე დღის წინ, იტალიაში გამართული ერთ-ერთი კონგრესის დროს, მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ძლიერი ემოციები ფონზე, ყველასათვის მოულოდნელად, თამარმა Cure2Children-ის ფონდს ჯილდო გადასცა.
ფონდის წარმომადგენელმა, #რობერტო ვალერიომ, მას გაკვირვებით ჰკითხა: „თამარ, კი მაგრამ, რატომ გვაჯილდოებ? ჩვენ ხომ პირდაპირი თანამშრომლობა არ გვქონია შენს ცენტრთან?...“
მისმა პასუხმა დაგვამუნჯა: „მართალია, ერთად არ გვიმუშავია, მაგრამ თქვენ მომეცით გამბედაობა — გამბედაობა, რომ გამებედა, მერწმუნა, რომ შესაძლებელი იყო... და თუ დღეს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის მთავარი ექიმი ვარ, ეს თქვენი დამსახურებაცაა.“
ცვლილებებს ყოველთვის არ იზომება მხოლოდ გახორციელებული პროექტებით — ხანდახან ის შთაგონებით იზომება, რომელსაც ვთესავთ.
გმადლობთ, თამარ, რათა შეგვახსენეთ, თუ რამდენად ძლიერია ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაპერწკალიც კი.
ეს არის #Cure2Children.“
საუკეთესო ქართული საჩუქარი!
The best Georgian gift!