ჩვენ შესახებ
თქვენს ემოციებს ვქმნით!
Emocia Wines ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს გაჩნდა. ჩვენ ვქმნით სრულიად განსხვავებულ სუვენირებს, სამკაულებს და აქსესუარებს ღვინის თემატიკის გარშემო.
ჩვენი სავიზიტო ბარათია ყურძნის ბროშები და სუვენირები, რომლებიც ქართული ცნობილი და გადაშენების პირას მყოფი ყურძნის ჯიშების ანალოგებს წარმოადგენს. თითოეულ მათგანს საკუთარი პასპორტი ახლავს თან, რომელიც 7 ენაზეა ნათარგმნი და კონკრეტული ჯიშის შესახებ გვიყვება.
ვამაყობთ, ჩვენი ბრინჯაოსა და მარმარილოს სუვენირებით, რომელიც ნამდვილად ძვირფასი და დასამახსოვრებელი საჩუქარია მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის.
ჩვენი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, სრულიად ექსკლუზიური შარფებია, რომელზეც მსოფლიოს ცნობილი ღვინოებია გადატანილი. უფრო ზუსტად კი, ეს მიკროსკოპში, პოლარიზებული ნათების ქვეშ დანახული, გაყინული ღვინის წვეთი გახლავთ. ერთი სახეობის ღვინოსაც კი სხვადასხვა გამოსახულება აქვს და სრულიად უნიკალურია. სასწაულია არა?
ბრენდი ასევე ქმნის ღვინის დეგუსტაციის ჩანთებს ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელსაც თავისი ბოკლები მოყვება. EGO ერთბოკალიანია, DUET-კი ორი. ჩანთა დამზადებულია ხისა და ეკო ტყავისგან. საკმაოდ მსუბუქია და კომფორტულია სატარებლად. მას ადვილად ეხსნება სახელური და ნახატის ფუნქციასაც ასრულებს. ამ ჩანთის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი, წინა ფასადზე ხელით შესრულებული ნახატია, ზეთის საღებავით, რომლის ავტორიც ახალგაზრდა, ნიჭიერი, ქართველი მხატვარია.
ჩვენი ბრენდების პროდუქცია წარმატებით იყიდება საქართველოში ყველაზე დიდ სასტუმროებში. ჩვენი ნაკეთობები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და ამერიკაში. ჩვენი მომხმარებლები არიან ცნობილი სახეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ჩვენი მისია
Emocia Wines -ის მიზანია, მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და ასევე გავაცნოთ უნიკალური, ქართული ქვევრი, რომელიც ჩვენი იდენტობის სიმბოლო და UNESCO-ს მიერაა დაცული.